Saturday, February 13, 2016

ბებიას და ბაბუას საჩუქარი შვილიშვილებს – არაჩვეულებრივი სახლი ხეზე

Fabulous-Tree-House-1

ეს ზღაპრული ნაგებობა, რომელიც დალასელმა წყვილმა სთივ და ჯერი უეიქფილდებმა (Steve and Jeri Wakefield) თავიანთი შვილიშვილებისთვის – სალივან და ლინკოლნ სკოტებისთვის ააშენეს, ალბათ, საუკეთესო სათამაშო სახლია მსოფლიოში.
Fabulous-Tree-House-2
სახლის მთლიანი ფართობი “საცხოვრებელი ზონებისა” და პატარ-პატარა ვერანდებისა და აივნების ჩათვლით 100 კვადრატული მეტრია. საშენ მასალად და ინტერიერის მოსაპირკეთებლად ძირითადად ნატურალური მასალებია გამოყენებული. სახლის მთავარი საყრდენი უზარმაზარი ხეა, რომელიც მრავალი ათეული წელია, უეიქფილდების უკანა ეზოში იზრდება.
Fabulous-Tree-House-3
შვილიშვილებისთვის სათამაშო სახლის აშენების იდეა უიქფილდებს 9 წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა განხორციელება მხოლოდ წელს მოახერხეს. ამაში მათ მეგობარი, არქიტექტორი ჯეიმს ქარვენი დაეხმარა.
“ასეთი სახლის ასაშენებლად მთავარია ისევ ბავშვად იგრძნო თავი და ბავშვივით ფიქრი შეძლო”, – ამბობს არქიტექტორი.
Fabulous-Tree-House-4Fabulous-Tree-House-5Fabulous-Tree-House-6Fabulous-Tree-House-7Fabulous-Tree-House-8Fabulous-Tree-House-9

No comments:

Post a Comment